კრუდის შესახებ

როდესაც თქვენ ყიდულობთ პროდუქტს 100 დოლარად საცალო მაღაზიაში ან ინტერნეტში, მისი რეალური ღირებულება არის მხოლოდ $ 10-$ 40. ეს განპირობებულია მყიდველებსა და მწარმოებლებს შორის შუამავლებით.

შუამავლები რა თქმა უნდა დამატებითი ხარჯია. ისინი ცდილობენ გაყიდონ დაბალფასიანი პროდუქტები რაც შეიძლება ძვირად.

რატომ არის საცალო ვაჭრობა ასე ძვირი? უმეტესწილად იმიტომ, რომ არ არის ცნობილი, რომელი პროდუქტი რა რაოდენიბით შეიძლება რომ გაიყიდოს და როდის.

თუ მომხმარებლები გეტყვიან რის ყიდვას აპირებენ ერთი თვის შემდეგ და გადაიხდიან წინასწარ მის საფასურს, თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ ნებისმიერი პროდუქტი ბევრად იაფად, ვიდრე სხვას. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ადგილი, სადაც ხალხს შეკრება შეუძლია ერთად , რომ შეისყიდონ სასურველი პროდუქტი ერთიანად.

სწორედ ამიტომ შევქმენით კროუდი, რისი საშუალებითაც ყველას შეუძლია შეიძინოს თითქმის ყველაფერი მისი რეალური ღირებულებით, ყველანაირი დაბრკოლების და ლოდინის გარეშე.

ადამიანებმა, რომელთაც სურთ შეიძინონ კონკრეტული პროდუქტი საუკეთესო მახასიათებლებით და საუკეთესო ხარისხით, საუკეთესო ფასად , უნდა გამოიყენონ კროუდის აპლიკაცია თანამყიდველის მოსაძებნად.

მხოლოდ Kroudi– ზე მყიდველებს შეუძლიათ გადაწყვიტონ რომელი პროდუქტები იყოს ხელმისაწვდომი შესაძენად, რაც იმას ნიშნავს, რომ მყიდველები განსაზღვრავენ თავად პროდუქტს, დამატებით თვისებებს და ხარისხს ისე, როგორც მათ სურთ.

ეს არის საცალო ვაჭრობის სრულიად საპირისპირო.

პროდუქტის ჩამონათვალი, რომლის შესაძენადაც მომხმარებელი იწვევს მყიდველებს, რომ მათ ერთად შეუკვეთონ სასურველი პროდუქტი, არის ის რასაც ჩვენ ვუწოდებთ "Kroudi"ს.

Kroudi შეიძლება შეიქმნას მობილურ აპლიკაციაში, რის შემდეგაც ის გახდება საჯარო მათთვის ვინც დაინტერესებულია და ეძებს მიმდინარე შეთავაზებებს და მომხმარებლებს, რომელთაც სურთ პროდუქტის ერთად შეძენა.

ეს ისეთივე მარტივია როგორც შეკვეთის განთავსება ონლაინ მაღაზიაში.